შვიდგზის ზეთისცხება

21:56, 08.04.2026

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ვნების შვიდეულის ოთხშაბათს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სასულიერო პირებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხების მსახურება ჩაატარა. მსახურების დაწყებამდე, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და შვიდგზის ზეთისცხების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მართლმადიდებელი ეკლესია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ხვალ ვნების შვიდეულის ხუთშაბათს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩაატარებს, 18:00 საათზე კი ტაძარში თორმეტი ვნების სახარებას წაიკითხავენ.

მსგავსი