შვეიცარიაში საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებს 3 აპრილიდან ვიზა დასჭირდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1-ელ აპრილს მიიღო და ძალაში 12 თვის განმავლობაში იქნება. საქართველოს ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს ცვლილება არ შეეხებათ. განცხადებაში განმარტეს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება, შენგენის სამართლის ნაწილია და შვეიცარია ვალდებული იყო ზომები მიეღო. ბერნმა შესაბამისი ცვლილებები შეიტანა ეროვნულ კანონმდებლობაში და ორ ქვეყანას შორის ვიზების გამარტივების შეთანხმების ნაწილიც შეაჩერა.