დღის ბოლოს, ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალური პლატფორმით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ შვედეთი ევროკავშირისა და ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას გმობს. ამ განცხადებას მალევე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ – „სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ 2024 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია,“ – წერს პაპუაშვილი და ოტოსონის განცხადების ვიდეოს აზიარებს.