შვედეთის პრემიერის განცხადება – შეფასებები

21:12, 02.08.2025
LGBTQI თემის უფლებების დაცვა უკრაინისთვის ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი პირობაა. ამ შინაარსის განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ულფ კრისტერსონის თქმით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს სრული სამართლებრივი თანასწორობა, მათ შორის, ერთსქესიანი ქორწინების უფლება.
შვედეთის პრემიერის განცხადებას უკრაინის ოფიციალური ხელისუფლება ამ დრომდე არ გამოხმაურებია. სამაგიეროდ, კრისტერსონის მიერ გავრცელებული პოსტი დებატების საგნად იქცა საქართველოში. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა მსგავსი პირობა საქართველოსთვისაც დააყენოს, რაც მათივე განმარტებით, ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებასაც უკავშირდება. მმართველი გუნდის ამ განცხადებებს ოპოზიცია სპეკულაციად და მიზანმიმართულ პროპაგანდად აფასებს.
თეონა მაჭარაშვილი დეტალებით.

მსგავსი