shutdown - აშშ-ის მთავრობამ მუშაობა დროებით შეაჩერა 

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა.

ე.წ. შათდაუნის მთავარი მიზეზი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის არსებული დავაა, რის გამოც სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებისათვის საჭირო კანონპროექტის დამტკიცება ვერ შეძლო. შედეგად ათასობით საჯარო მოხელეს განუსაზღვრელი ვადით არაანაზღაურებად შვებულებაში გასვლა მოუხდა. „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის უთანხმოება ამჯერად იმ სუბსიდიებს ეხება, რომლებიც სამედიცინო დაზღვევას მილიონობით ამერიკელისთვის ხელმისაწვდომს ხდის. „დემოკრატები“ სწორედ ამ შეღავათების გაგრძელებას ითხოვენ, რასაც „რესპუბლიკელები“ არ ეთანხმებიან. ქვეყნის პრეზიდენტი უკვე დაიმუქრა, რომ „შათდაუნს“ ფედერალურ მთავრობაში „არასაჭირო“ თანამშრომლების გამოსავლენად და გასათავისუფლებლად გამოიყენებს.