შუშანა მაცაბერიძემ და ელიზბარ ჩხიკვაძემ იზოლატორი დატოვეს

12:15, 25.01.2025
 შუშანა მაცაბერიძემ და ელიზბარ ჩხიკვაძემ ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს. პარტია „დროასა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ბათუმში 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოსამართლემ დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნო და 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შუშანა მაცაბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 173-ე მუხლით იყო დაკავებული ელიზბარ ჩხიკვაძეც.

მსგავსი