შუამთობის სახალხო დღესასწაული

12:04, 02.08.2026

აჭარის მთიანეთში სახალხო დღესასწაული შუამთობა აღინიშნება.

ტრადიციულად ყველაზე მეტი ადამიანი ამ დროს კურორტ ბეშუმში იკრიბება, სადაც დღეს ოფიციალური ღონისძიებები იმართება. შუამთობას ადგილობრივებსა და დღესასწაულის სტუმრებს პრემიერ-მინისტრი მიულოცავს. გაიმართება კონცერტი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. შუამთობა უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ასეული წლის წინ იღებს სათავეს და აჭარის იალაღებზე აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება.

მსგავსი