შუამთობის სახალხო დღესასწაული
აჭარაში სახალხო დღესასწაული შუამთობა აღინიშნება.
შეკრების მთავარი ადგილი კურორტი ბეშუმია, სადაც დღეს სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ. დღესასწაული დატვირთულია სპორტული აქტივობებითაც. გაიმართება დოღი და ჭიდაობა.
ადგილობრივებს შუამთობა მიულოცეს და ბეშუმში ჩავიდნენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ეს სახალხო დღესასწაული ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება.