შუამთობის დღესასწაული

ხალხმრავლობაა დილიდან ბეშუმში, სადაც შუამთობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

სახალხო ზეიმი მაღალმთიან აჭარაში თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დღესასწაულზე ჩავიდა დღეს პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძემ ბეშუმის სტუმრებს შუამთობა მიულოცა და მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა შემუშავდეს ამ რეგიონის განვითარების გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგაც, აჭარის ეს ნაწილი ვიზიტორებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი იქნება.

სახალხო ზეიმს და ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტს აჭარაში მერაბ წულუკიძე აშუქებს.