აჭარის მთიანეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება. მთავარ სანახაობას კურორტი ბეშუმი მასპინძლობს. კონცერტები, წარმოდგენები, ეთნოგრაფიული გამოფენები და სპორტული შეჯიბრებები – ბეშუმში ჩასულ სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებები ელით.
„შუამთობა 2025“-ზე დასასწრებად ბეშუმში ჩავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს ქვეყნის პრემიერმა და პრეზიდენტმა.
ნათია ქენქაძე დეტალებით.