„შუამთობა 2025“ - პრემიერი ბეშუმში
აჭარის მთიანეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება. მთავარ სანახაობას მასპინძლობს კურორტი ბეშუმი. კონცერტები, სხვადასხვა წარმოდგენები, ეთნოგრაფიული გამოფენები და სპორტული შეჯიბრებები – ჩასულ სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობა ელით. „შუმათობა 2025“-ზე დასასწრებად ბეშუმში იმყოფება ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტი, რომლებმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს.