ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე აჭარის მთიანეთში ტრადიციულად ბეშუმში აღინიშნა. „შუამთობა“ აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ემოციური დღეა. ღონისძიება, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, წელსაც სპორტული და კულტურული აქტივობების ფონზე წარიმართა და ამ რეგიონის სტუმართმოყვარეობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. სახალხო დღესასწაულზე შეკრებილებს სიტყვით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიმართეს.