შუამთობა 2018

მაღალმთიანი აჭარის უძველესი ტრადიციები გააცოცხლეს დღეს ბეშუმში.

სახალხო ზეიმზე სტუმრებს ადგილობრივი კერძებით, სიმღერებით და ისტორიებით დახვდნენ. დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში შუამთობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

საუკუნეების წინ დაარსებული ზეიმი თავისი ლეგენდებით და უჩვეულო ტრადიციებით, განსაკუთრებით საინტერესო იყო უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც ბეშუმში დღეს მრავლად იყვნენ.

მაღალმთიან აჭარას სტუმრობდნენ პოლიტიკოსებიც.