შუალედური არჩევნების შედეგები აშშ-ში 

21:40, 04.11.2026

შეცვლილი პოლიტიკური რეალობა აშშ-ში.

მომდევნო ორი წელი საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოწვევა იქნება. „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში და სენატში უმრავლესობა დაკარგეს. შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემებით, კონგრესის ორივე პალატას „დემოკრატები“ გააკონტროლებენ. საარჩევნო უბნები დახურულია, მიმდინარეობს ბოლ საათებში მიღებული მონაცემების დათვლა, რაც საერთო საარჩევნო სურათზე გავლენას ვეღარ მოახდენს. ტრამპის პარტია დამარცხდა მისთვის დასაყრდენ რამდენიმე შტატშიც. „დემოკრატების“ უმრავლესობაში ყოფნა ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის სასურველი საკანონმდებლო ინიციატივების დამტკიცება პრობლემა იქნება. დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს აღიარებს და კონკურენტ პარტიასთან თანამშრომლობის დაანონსებასთან ერთად, მათ კანონების დაბლოკვით და ვეტოს ხშირი გამოყენებით ემუქრება. ინფლაცია, გაზრდილი სოციალური ხარჯები, სავაჭრო ტარიფები, ირანთან სამხედრო ოპერაცია – ეს ფაქტორები სახელდება პოლიტიკური განწყობების შეცვლის და პრეზიდენტის პარტიის მიმართ ელექტორატის მხარდაჭერის შემცირების მთავარ მიზეზად.

მსგავსი