შუალედური არჩევნების მე-2 ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს

9 ივნისის არჩევნებში გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს, ლადო კახაძე „ქართული ოცნების“ სახელით და შალვა შავგულიძე – ბლოკი „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატების“ სახელით.

არჩევნების პირველ ტურში შალვა შავგულიძემ 5 422 ხმა მიიღო, რაც ხმების 36.84 პროცენტია. ლადო კახაძემ კი 6 036 ხმა დააგროვა, რაც ხმების 41.01 პროცენტია. ამ შედეგების გათვალისწინებით მთაწმინდის ოლქში მეორე ტური დაინიშნა.