შუალედური არჩევნების მე-2 ტურში ლადო კახაძე ლიდერობს

ყველა უბანი დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 პროცენტი მიიღო. 38.17 % აქვს „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს, შალვა შავგულიძეს. შედეგები ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოაცხადა. მთაწმინდის ნომერ პირველ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი ჯამში 18 105-მა მოქალაქემ დააფიქსირა. სულ კი მთაწმინდაზე 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული.