შუალედური არჩევნების მე-2 ტური მთაწმინდის ოლქში 9 ივნისს დაინიშნა

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს დაინიშნა. ამომრჩეველმა არჩევანი „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის უნდა გააკეთოს.

დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ პირველი ტურის შედეგებიც შეაჯამა და მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.