შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში - როგორია სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები

ხონსა და ვანში მიმდინარე არჩევნების პროცესს პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ. ვანისა და ხონის მოსახლეობას საარჩევნო ყუთებთან მისვლა დღეს მეორედ მოუწია. შუალედური არჩვენების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და როგორია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები.  მესამე სექტორში ხმების შესაძლო მობილიზებაზე საუბრობენ.