შუალედური არჩევნები – პოლიტიკურ სუბიექტთა ნაწილის პოზიცია

12:22, 15.08.2026

ვინ აპირებს მონაწილეობა მიიღოს შემოდგომაზე გასამართ შუალედურ არჩევნებში და ვინ რჩება ბოიკოტის რეჟიმში – პოლიტიკური პარტიები პოზიციებს უკვე აფიქსირებენ. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალში“ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ. ის პოლიტიკური სუბიექტები კი, რომლებმაც წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

შუალედური არჩევნები 4 მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს გაიმართება. ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში მოქალაქეები საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს აირჩევენ. განკარგულების პროექტს კენჭი ცესკო-ს სხდომაზე უყარეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს. შუალედური არჩევნების გამართვის სამართლებრივი საფუძველი 4 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს მაჟორიტარი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გახდა. ცესკო-ში აცხადებენ, რომ 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის, ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები იქნება გამოყენებული. ამ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 2 201-ია.

მსგავსი