შუალედური არჩევნები ოთხ მუნიციპალიტეტში

21:34, 14.08.2026

ცესკო საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. ჯამში ოთხ მაჟორიტარს, ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში აირჩევენ. 7 საარჩევნო უბნიდან სამში კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით, ოთხში კი ელექტრონულად წარიმართება. ძალაში უკვე შევიდა წინა საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წესები. თუმცა ცესკო გადაწყვეტილებამ, რომ შუალედურ არჩევნებშიც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების მსგავს კაბინებს გამოიყენებენ, ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. საარჩევნო კაბინის დიზაინი და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი ისევ დავის საგანია.

მსგავსი