შუალედური არჩევნები კახეთში

12:14, 29.04.2023

საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ კახეთშიც, გურჯაანის ოლქში, კერძოდ სოფელებში: ძირკოკსა და ვეჯინში. კენჭს იყრის მმართველი პარტიის კანდიდატი ზურაბ მუხულიშვილი.

ვერიფიკაციის, ხმის დათვლის აპარატების შემოწმებისა და ნულოვანი ამონაწერის ამოღების შემდეგ, ხმის მიცემა დილის 08:00 საათზე დაიწყო. ინდეტიფიკაციისა და მარკირების შემდეგ ამომრჩეველი სპეციალურ კაბინაში შედის, სადაც საკუთარ არჩევანს აფიქსირებს. ამ დროის მონაცემებით, ორივე უბანზე აქტივობა მაღალია და გამარტივებული პროცედურის გათვალისწინებით, მოქალაქეებს რიგში დგომა არ უწევთ.

მსგავსი