შუალედური არჩევნები და ოპოზიციის გეგმა
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები არც საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ასეთია მათი პოზიცია, თუმცა, გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მიეცემათ. ცნობილია ისიც, რომ შეზღუდვები არც იმ საკონსტიტუციო სარჩელის გამო იმოქმედებს, რომელიც მმართველმა პარტიამ ოპოზიციური პარტიების ნაწილის წინააღმდეგ შეიტანა, რადგან ამ დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.
„ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, შუალედურ არჩევნებში საკუთარ კანდიდატებს წარადგენენ. ჯამში ოთხ მაჟორიტარს – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში აირჩევენ. უკვე ძალაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წესებიც.