შუალედური არჩევნები აშშ-ში

კენჭისყრა, რომელიც უკვე შეფასდა ტრამპის პრეზიდენტობის რეფერენდუმად.

აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა კონგრესის წევრებს და გუბერნატორებს ირჩევს. მღელვარე საარჩევნო კამპანიის შემდეგ კენჭისყრის შედეგები ტრამპის ორწლიანი მმართველობის შემოწმება იქნება. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ რესპუბლიკური პარტიისთვის შუალედური არჩევნების შედეგი შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს.