შუალედური არჩევნები აბასთუმანში

აბასთუმანში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. აბასთუმნის ორ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა არჩევანი ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, კანდიდატი არ წარუდგენიათ არც საინიციატივო ჯგუფებს.

ადიგენის საარჩევნო ოლქში უბნები დილის 7 საათზე ყველა პროცედურის დაცვით გაიხსნა. ზუსტად 8 საათზე კი პირველი ამომრჩეველი მივიდა.