შუალედური არჩევნები

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი, ალეკო ელისაშვილი და მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი გამოდიან ინიციატივით, რომ შუალედურ არჩევებში მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატებმა არ გამოიყენონ სააგიტაციო პლაკატები. სანაცვლოდ კი, თანხა ნერგების შეძენაში დახარჯონ და ხეები დარგონ. მათი განცხადებით, პლაკატები ქალაქში რჩება არჩევნების შემდეგაც და მის იერსახეს ამახინჯებს. ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი ამბობენ, რომ  მათი მოძრაობა საარჩევნო სააგიტაციო ბანერებისთვის გამოყოფილი თანხით, ქალაქის გამწვანებაში მიიღებს მინაწილეობას.

დატოვე კომენტარი