შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები - ბრიფინგი ცესკო-ში

ცესკო შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. საქართველოს იმ ათივე მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 165 უბნიდან 117 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით გაიმართა და ამომრჩევლების 91% პროცენტს ახალი ტექნოლოგიით ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა. დანარჩენ უბნებზე კი ხმის მიცემის პროცესი ტრადიციული წესით წარიმართა, თუმცა კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ბიულეტენები გაციფრულდა. 117 საარჩევნო უბნის ელექტრონული მონაცემების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363-მა ამომრჩეველმა მიიღო. არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით, ცესკო-ში ამ წუთებში ბრიფინგი იმართება.