შუალედური არჩევნები 2023 - ბოლო ინფორმაცია ფოთიდან

26-ე მაჟორიტარული ოლქი, რომელიც ფოთს, ხობსა და სენაკს აერთიანებს, ერთადერთია, სადაც პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ და სადაც ორი კანდიდატია წარდგენილი: ბესიკ წულეისკირი „თავისუფალი საქართველოდან და გიორგი ხახუბია „ქართული ოცნებიდან“. ორივე კანდიდატმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

ხმის მიცემა მუნიციპალიტეტში ელექტრონულად მიმდინარეობს, ტექნიკური შეფერხება დღის განმავლობაში არ ყოფილა. დაიწერა მხოლოდ ერთი საჩივარი, რომელიც, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

თეა აბსარიძეა ბოლო ინფორმაციით ფოთიდან.