შუალედური არჩევნები 2019

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია მხარდამჭერებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მცხოვრებლებს შეხვდა.

კანდიდატმა ადგილობრივებს ზუგდიდში და ინგირში მიმდინარე პროექტები გააცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა.

ინგირის მოსახლეობას დღემდე აქვს სასმელი წყლის და საბავშვო ბაღის პრობლემა.