შუალედური ანგარიში

საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“.

ლევან ნატროშვილის განცხადებით, პირველ ტურთან შედარებით გახშირდა ძალადობისა და ზეწოლის ფაქტები, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები. მისივე განმარტებით,  სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულობები,  დაახლოებით 5-ჯერ აღემატება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის შემოწირულობებს.

კვლევაში  ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებად შეფასდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალი სოციალური პროექტები, მათ შორის 900-მდე დევნილი ოჯახისთვის ბინების დაკანონება, სხვადასხვა ჯგუფისთვის სოციალური დახმარების და ხელფასების ზრდა.

კვლევამ ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა ინიციატივაც, რომელიც 600 000 მოქალაქისთვის ვალების დაფარვას გულისხმობს. ანგარიშში მოხვდა არჩევნების თარიღიც. კვლევის ავტორების აზრით, შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენებაა.

დატოვე კომენტარი