შუა დერეფნის პერსპექტივა – განხილვა ევროპარლამენტში

15:16, 21.04.2026

ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ როდესაც ისინი სომხეთთან მუშაობენ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში იღებენ და ღია იქნებიან საქართველოს ჩასართავად, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც. მარტა კოსმა ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე, ევროპარლამენტარის, კრისტიან ტერესის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი მარშრუტებიდან ერთადერთი რეალური სცენარი შუა დერეფანია. კრისტიან ტერჰესი დაინტერესდა, რა არის კონკრეტული გეგმა შუა დერეფნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და როდის ესაუბრნენ ბოლოს ქართულ მხარეს. მარტა კოსმა საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები შეშფოთებას იწვევს.

მსგავსი