შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივა
ბაქომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და შუა დერეფანში მომუშავე ამერიკის სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას უმასპინძლა. მოლაპარაკებების დროს, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს შეთანხმება ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დიდ პერსპექტივებს უხსნის გზას. გარდა ამისა, განხილვის თემა იყო აზერბაიჯანის ძალისხმევა, რომელიც შუა დერეფნის განვითარებისკენაა მიმართული. საუბარია პროექტებზე, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტი და ალათის თავისუფალ ეკონომიკური ზონა. მხარეებმა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აზერბაიჯანის როლზეც ისაუბრეს. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირის იღებენ, 14-მდე გაიზარდა. საუბარი შეეხო იმ სამუშაოსაც, რომელსაც აზერბაიჯანი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ევროპის მწვანე ენერგიით მომარაგებისთვის ატარებს.