შტურმი შტატების საკონსულოზე კარაჩიში

15:12, 01.03.2026

პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში აშშ-ის საკონსულოზე ირანის მხარდამჭერმა ასობით ადამიანმა შტურმის განხორციელება სცადა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, 20 კი, დაშავდა. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა განახორციელეს და ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს. „როიტერსი“ კი წერს, რომ მომიტინგეებმა აშშ-ის საელჩოში შეჭრა ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაშიც სცადეს. დემონსტრანტები ცდილობდნენ მიეღწიათ უაღრესად დაცულ დიპლომატიურ რაიონამდე, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს. სამართალდაცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მსგავსი