შტორმი აჭარაში

აჭარაში ახლაც თოვს. ძლიერი შტორმის გამო სანაპიროსკენ გარიყულმა გემმა, რომლის დახმარება უამინდობის გამო ვერ შეძლეს, ზღვის სიღრმეში შესვლა მოახერხა, გემი უსაფრთხო ტერიტორიაზეა. შტორმმა დააზიანა სანაპიროს ინფრასტრუქტურა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალი მასშტაბური არ არის, ტერიტორია იწმინდება. თოვს ბათუმში, თუმცა ნალექს ამ დრომდე არ შეუქმნია პრობლემა.