შსს-სა და ცესკო-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, შსს-სა და ცესკო-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. უწყების ცნობით, მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას, ასევე, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების დროს შსს სრულიად ნეიტრალური იქნება.