შსს-ს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკა განაახლა. ორწლიანი პაუზის შემდეგ სტატისტიკური მონაცემები დღეს პირველად გასაჯაროვდა. უწყების ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია. მათ შორის ძირითადად სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები ფიქსირდება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016-თან შედარებით შემცირებულია ნარკოდანაშაულის შემთხვევები.

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს გამოქვეყნებულ ციფრებს არაერთგვაროვანი პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. შენიშვნები აქვთ უფლებადამცველებსაც.