მადრიდში დაკავებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები არიან
ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მადრიდში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ.