ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ ისინი სასამართლო წესით გამოიკითხებიან, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი. ამასთან, დადგენილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა, რომლებიც გამოსაკითხად პოლიციაში დაიბარეს. გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ბერკეტი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.