შსს-ს განცხადება

დღეს ჭიათურაში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისისა და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად, მონიტორინგს განახორციელებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბოლო დროს, მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.