შსს-ს განცხადება

სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინების გავრცელებაზე, ასევე, აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია, –  მთავრობის ადმინისტრაციასთან ორი დღის წინ განვითარებულ მოვლენებზე და ასევე დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყების ცნობით, მიმდინარე დღეებში დაგეგმილ აქციებზე პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

სამინისტრო მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს.