შსს-ს განცხადება

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ორი პირი, 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.