შსს-ს განცხადება

პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

ცვლილების თანახმად, გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

კანონის აღსრულების მიზნით, პატრულ-ინსპექტორებმა შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

მძღოლის შემოწმება ჯერ სწორედ ამ ტესტის საშუალებით მოხდება, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მოქალაქეს უკვე ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.