შსს-ს ანგარიში

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, მიმდინარე წელს სამართალდამცავი უწყებების მიმართ მიმართვიანობა გაზრდილია. პირველ ექვს თვეში 5 000 შემაკვებელი ორდერია სამართალდამცავი უწყების მიერ გამოცემული. ეს მონაცემები იმ ანგარიშში წერია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით იმართება და მას ოფიციალური უწყებების გარდა, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებიან.

დატოვე კომენტარი