შსს-ს 2018 წლის ანგარიში

რა ვითარებაა დროებითი მოთავსების იზოლატორებში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთ წელში განახლდა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურება, ამაღლდა თანამშრომელთა კვალიფიკაცია და შეიქმნა არასრულწლოვნებზე მორგებული ინფრასტრუქტურა.

პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.