შს მინისტრმა გორში დაჭრილი პოლიციელები მოინახულა. ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ. სოფელ ხელთუბანში, სამართალდამცავებზე რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად, სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.
შეგახსენებთ, 15 ივლისს სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი, რომელმაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს. პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 5 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.