შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. გეკა გელაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მინისტრს, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო გასული თვეების სტატისტიკურ მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც, ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა, წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გეკა გელაძემ ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსაც შეხვდა და მათგან დანაშაულთან ბრძოლის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრი, მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულშიც იმყოფებოდა.