პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიები უმჯობესდება.
მთავარი ჩანაწერი, რომელიც ინიცირებული ცვლილებებით „პოლიციის შესახებ კანონს“ ემატება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაშავებული სამართალდამცველისთვის ერთ წლიანი ანაზღაურებადი შვებულების უზრუნველყოფაა. სახელმწიფო აანაზღაურებს რეაბილიტაციისა და მკურნალობის ხარჯებსაც. შინაგან საქმეთა სამინიტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებების, შედეგად სოლიდურად იზრდება იმ ფულადი დახმარების მოცულობაც, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ სამართალდამცველს ერთჯერადად გადაეცემა. კომპენსაცია ორმაგდება გარდაცვალების შემთხვევაში. კიდევ ერთი ცვლილებით, ახლებურად რეგულირდება ელექტრო შოკის, აკუსტიკური იარაღისა და ე.წ. წიწაკის სპრეის, შეძენა და ფლობა.