შსს-მ ზვიად რატიანი დააკავა

12:22, 24.06.2025

თბილისში, პარლამენტთან აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა, საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. ინფორმაცია თავდაპირველად საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფში აქტივისტებმა გაავრცელეს. თუმცა, რა მოხდა ადგილზე, დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი