შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

ყაჩაღობის ფაქტი გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

სამართალდამცველებმა 21 წლის მამაკაცი დააკავეს. ის ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე აზერბაიჯანის მოქალაქეს დანის მუქარით ფულს ართმევდა.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.