შსს-მ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი მათგანი ძალადობის, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გაერთიანებული ოპოზიციის, “ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში მას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები დაესხნენ თავს.