შსს-მ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა

12:07, 19.09.2018

ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ფონიჭალასა და მარნეულში გასული ორი დღის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ოთხი პირი დააკავეს. ასევე, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულია ორი ქალი თბილისში.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების ბინის ჩხრეკისას 51 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ასევე, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ირანის ოთხი მოქალაქე. გამოძიების ცნობით, ეს პირები სასაზღვრო გამშვები პუნქტი სადახლოს ტერიტორიაზე დააკავეს.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ცხრა თვეში დაკავებულია 143 ნარკორეალიზატორი.

მსგავსი